ევრო 2024-ზე პირველი თამაშის თურქეთთან წაგების შემდეგ ტურნირზე მომუშავე ბუქმეიკერებმა ჩვენი შანსები ჩეხეთთანაც შეაფასეს.
ცხადია, საქართველოსა და ჩეხეთის დაპირისპირების აშკარა ფავორიტად ჩვენი მეტოქე მიიჩნევა, თუმცა უნდა ითქვას, რომ ეს ტენდენცია გაზრდის გზას ადგას.
მაგალითისთვის, ეროვნული გუნდის კოეფიციენტი მოგებაზე ახლა 5-დან მაღლა შეადგენს, ჩეხებს კი 1.73 აქვთ მინიჭებული.
შეგახსენებთ, რომ ჩეხეთისა და საქართველოს მატჩი ხვალ, ჩვენი დროით 17:00 საათზე დაიწყება, მისი პირდაპირი რეპორტაჟის ხილვა კი პირველ არხზე შეგეძლებათ.