18 ივნისს საქართველომ ევრო 2024-ზე პირველი შეხვედრა გამართა და დაძაბულ ბრძოლაში თურქეთთან 3:1 დამარცხდა.
მატჩის შემდეგ ქართულ მედიაში გიორგი ქოჩორაშვილის კომენტარი გავრცელდა, რომელიც ორივე გუნდის რიგებში ერთ-ერთი საუკეთესო იყო:
ვეცადეთ, რომ სადებიუტო მატჩი ევროპის ჩემპიონატზე ჩვენი გულშემატკივრებისთვის მიგვეძღვნა, მთელი გული ჩავდეთ. ახლა მთავარია შეცდომები გავაანალიზოთ და საუკეთესოდ მოვემზადოთ ჩეხეთთან თამაშისთვის. მადლობა ქართველ ქომაგებს მსოფლიოს ყველა წერტილიდან საოცარი მხარდაჭერისთვის.
- თქვა ქოჩორაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ ჩეხეთისა და საქართველოს მატჩი ხვალ, ჩვენი დროით 17:00 საათზე დაიწყება, მისი პირდაპირი რეპორტაჟის ხილვა კი პირველ არხზე შეგეძლებათ.