საქართველოს ბანკი აქვეყნებს ვიდეოს, სადაც ეროვნული ნაკრების ფეხბურთელები გულშემატკივართა მიერ დაწერილ წერილებს კითხულობენ.
ახლა მთავარი ისაა, რომ უკან არ დაიხიოთ და სულ წინ და წინ მიგიწევდეთ გული. ჩვენ თქვენთან ვართ!
თქვენ მოგვაპოვებინეთ უდიდესი სიამაყის გრძნობა, რომელიც კიდევ ბევრი წელი არ დაგვავიწყდება და დიდხანს გაგვყვება.
გულშემატკივრებს ის გვინდა, რომ სულ წინ მიდიოდეთ და არ გაჩერდეთ მიღწეულ შედეგზე.
მადლობა ბიჭებო იმ შეგრძნების ჩუქებისთვის, რომელზეც აქამდე მხოლოდ ვოცნებობდი.
თქვენ იმაზე დიდ საქმეს აკეთებთ საქართველოსთვის, ვიდრე წარმოგიდგენიათ!
- წერენ ნაკრების ფეხბურთელებს ქართველი ფანები და მნიშვნელოვანი თამაშების წინ მოტივაციას ერთიორად უზრდიან!
შეგახსენებთ, რომ ევრო 2024-ზე პირველი შეხვედრა თურქეთთან 3:1 დავთმეთ, მეორე წრის მატჩს კი ჩეხეთთან ხვალ გავმართავთ.