რამდენიმე წუთის წინ ოფიციალურად დადასტურდა, რომ ოთარ კიტეიშვილი ტრავმის გამო ევრო 2024-ის მეორე შეხვედრასაც გამოტოვებს.
როგორც დაიწერა, კიტეიშვილს ნაკრებთან ერთად მინდორზე კვლავ არ უვარჯიშია და მხოლოდ ინდივიდუალური დატვირთვით შემოიფარგლა.
საქართველოს ნაკრებისა და ავსტრიული შტურმის ნახევარმცველმა დაზიანება მონტენეგროსთან შეხვედრაში მიიღო და ჯერ კიდევ არ ვიცით თუ რამდენად შეძლებს ოთარი მესამე თამაშის ჩატარებას მაინც.
შეგახსენებთ, რომ ხვალ საქართველო ჩეხეთს 17:00 საათზე შეხვდება და ეს მატჩი პლეიოფის საგზურის მოპოვებაში უდიდესი მნიშვნელობის იქნება.