დინამო თბილისის ყოფილმა მეკარემ, ანზორ კავაზაშვილმა თურქეთი-საქართველოს მატჩზე ისაუბრა, სადაც ორიოდე რამ ხვიჩა კვარაცხელიაზეც განაცხადა და ფეხბურთელი გააკრიტიკა.
ერთადერთი რითიც უკმაყოფილო დავრჩი ეს კვარაცხელიას თამაშია. მისგან უფრო მეტს ველოდი. ის თითქოს გამოთიშული იყო.
ისე რომ ეთამაშა, როგორც ნაპოლიში თამაშობს ზოგჯერ, დარწმუნებული ვარ პირველივე ტაიმში გავინაღდებდით წარმატებას
ცნობისთვის, კვარაცხელიამ თურქეთთან მატჩში ერთ-ერთი ყველაზე დაბალი, 6.7 ქულიანი შეფასება დაიმსახურა.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრები მომდევნო შეხვედრას ჩეხეთის წინააღმდეგ 22 ივნისს გამართავს, სადაც მნიშვნელოვანი სამი ქულის მოპოვებას შეეცედება.