ევრო 2024-ის პირველ წრეში საქართველოს თურქეთმა 3:1 მოუგო, მეორე მატჩი კი ვილი სანიოლის ბიჭებს ჩეხეთის წინააღმდეგ ელით.
ბოლო პერიოდში საკმაოდ პოპულარულია სუპერკომპიუტერთა ვარაუდის გაცნობა, რომელსაც ყოლვეთვის დიდი რეზონანსი მოჰყვება ხოლმე.
ამჯერად გთავაზობთ The Sydney Morning Herald-ის მიერ ჩატარებულ კვლევას, რომლის მიხედვითაც ხელოვნურმა ინტელექტმა F ჯგუფის ყველა მატჩის შედეგი იწინასწარმეტყველა.
სუპერკომპიუტერი თვლის, რომ თურქეთთან წაგების შემდეგ საქართველო რეაბილიტაციას შეძლებს და ტურნირზე პირველ ქულას აიღებს.