თურქეთის ნაკრები შესაძლოა საქართველოსთან მატჩში შეცდომის გამო დაისაჯოს » სპორტის ხაზი

თურქეთის ნაკრები შესაძლოა საქართველოსთან მატჩში შეცდომის გამო დაისაჯოს

თურქეთის ნაკრები შესაძლოა საქართველოსთან მატჩში შეცდომის გამო დაისაჯოს
19-06-2024, 23:24
Aa Aa
გაზიარება:

საქართველოსა და თურქეთს დაპირისპირებაში ერთი რამ ბევრს გამოეპარა.

თურქეთის ნაკრებიის მცველი, რომელმაც ზურიკო დავითაშვილის თავური დარტყმა კარიდან გამოიტანა და გუნდი 100 პროცენტიანი გოლისგან ბოლო წუთზე იხსნა, სხვადასხვა მაისურითა და შორტით თამაშბდა.

დიახ, სამეტ აკაიდინი 4 ნომრიანი მაისურით ასპარეზობს, მაგრამ საქართველოსთან დაპირისპირებაში მას 14 ნომრიანი შორტი ეცვა, რომელიც აბდულკერიმ ბარდაკჯის ეკუთვნის.

მოთამაშემ არეული ფორმით სრული, 90 წუთი ითამაშა და ამან თურქ ქომაგებში შეშფოთება გამოიწვია. მათ ეშინოდათ, რომ შესაძლებელი იყო, მატჩის შედეგისთვის გადაეხედათ.

თუმცა ეს ასე არ მოხდება. მაქსიმუმი, რაც უეფამ შეიძლება გააკეთოს არის ის, რომ თურქეთის ნაკრებს ფინანსურად დასჯის და/ან თავად ფეხბურთელსაც.

მატჩის შემდეგ აკაიდინიმ იხუმრა და გულშემატკივარს უთხრა, რომ ნუ ღელავდნენ, შორტები მფლობელს დაუბრუნა.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი