"მიქაუტაძის გოლი? შემთხვევით გაიტანა" - "აიაქსის" ყოფილმა კაპიტანმა გიორგი გააკრიტიკა » სპორტის ხაზი

"მიქაუტაძის გოლი? შემთხვევით გაიტანა" - "აიაქსის" ყოფილმა კაპიტანმა გიორგი გააკრიტიკა

"მიქაუტაძის გოლი? შემთხვევით გაიტანა" - "აიაქსის" ყოფილმა კაპიტანმა გიორგი გააკრიტიკა
19-06-2024, 19:21
Aa Aa
გაზიარება:

გუშინ, 18 ივნისს, ევროპის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის პირველ ტურში, საქართველო თურქეთთან 1:3 დამარცხდა.

"ჯვაროსნებიდან" ერთადერთი გატანილი გოლის ავტორი გიორგი მიქაუტაძე გახდა. ნიდერლანდების ნაკრების ვეტერანმა ფეხბურთელებმა და ამჟამად საფეხბურთო ექსპერტებმა რაფაელ ვან დერ ვაარტმა ქართველი ფორვარდის თამაში შეაფასა და განაცხადა.

მიქაუტაძის გოლი? ეს შემთხვევითობა იყო, მჯერა, რომ აიაქსის დონის ფორვარდი არ არის. სამწუხაროა, რომ ჟორჟმა "აიაქსში" თავი ისე ვერ წარმოაჩინა, როგორც ამას საქართველოს ნაკრებსა და მეცში ახერხებ


შეგახსენებთ, რომ გიორგი ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების ისტორიაში პირველი გოლის ავტორი გახდა.

მომდევნო შეხვედრას ნაკრები, 22 ივნისს, 17:00 საათზე ჩეხეთის წინააღმდეგ გამართავს.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი