ცნობილი იტალიელი ჟურნალისტის, ნიკოლო სკირას ინფორმაციით, პსჟ-მ ხვიჩა კვარაცხელიას მორიგი სუპერ შეთავაზება გაუკეთა.
წყაროს ინფორმაციით, ქართველი ფეხბურთელი პარიზელთა მთავარი მწვრთნელის ლუის ენრიკეს სამიზნეა და ქართველის ხელში დასამატებლად ყველაფრის გაკეთებას ცდილობს.
წყარო სძენს, რომ პარიზულმა გრანდმა ჩვენებურის წარმომადგენლებს სეზონურად 9 მილიონი ევრო+ბონუსები და 2029 წლამდე კონტრაქტი შესთავაზეს.
აღსანიშნავია ისიც, რომ გუშინ კვარაცხელიას მამამ გადაცემაში "სპორტი იმედზე" განაცხადა, რომ სურვილი აქვს, მისმა შვილმა პარტენოპეი დატოვოს.