"საქართველო მოიგებს ევროპის ჩემპიონატს" - კვარაცხელიას წერილი გულშემატკივრებს » სპორტის ხაზი

"საქართველო მოიგებს ევროპის ჩემპიონატს" - კვარაცხელიას წერილი გულშემატკივრებს

"საქართველო მოიგებს ევროპის ჩემპიონატს" - კვარაცხელიას წერილი გულშემატკივრებს
17-06-2024, 13:51
Aa Aa
გაზიარება:

პლატფორმაზე, The players Tribune ქართველმა ფეხბურთელმა, ხვიჩა კვარაცხელიამ წერილი გამოაქვეყნა, სადაც გულშემატკივრებს მიმართა.

კარგი, მოდი ასეთი რამე ვცადოთ.

კითხე ნებისმიერ ქართველს, ვინ მოიგებს ევროპის ჩემპიონატს.

ჩვეულებრივ, გამვლელ ქართველს. პატარა ბავშვს, მაღაზიის გამყიდველს… არ აქვს მნიშვნელობა.

კითხე! იცით რა მოხდება?

ჯერ, სანამ გიპასუხებენ … შეგხედავენ. ეს ნეტა გიჟი ხო არააო?

ვინ მოიგებსო??

„საქართველო მოიგებს ევროპის ჩემპიონატს. რა თქმა უნდა.“ რა თქმა უნდა.„

მოგაშტერდებიან ასეთი კითხვის დასმისთვის: დებილი ხომ არ ხარ?

„საქართველო თუ არა - ვინ მოიგებს?!?!?!“

„სულელი ხარ. ძალიან სულელი.“

ზოგი ამბობს: „ეს ხომ პირველად გადიხართ ევროპის ჩემპიონატზე“

არა უშავს! არ აქვს მნიშვნელობა!

„საქართველო მოიგებს!“ ასე გიპასუხებს მოხუცებული ქალბატონი.

ქართველები ასეთები არიან. ყველაფერში.

იცი, რომელია საუკეთესო სამზარეულო?

ესპანური? იტალიური? იაპონური? ჰაჰაჰაჰა.

ქართული!!!!!

საუკეთესო მუსიკა?

ქართული!!!!

მართლა, არ ვიცი რატომაა ასე. ალბათ უფლისგან მოდის. თითქოს ასეთებად ვიბადებით. საქართველოში ყველაფერი საუკეთესოა.

მეც ასე ვამბობ.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი