თურქეთის პრეზიდენტი : "ილოცეთ ჩვენთვის, წინ საქართველო გველოდება" » სპორტის ხაზი

თურქეთის პრეზიდენტი : "ილოცეთ ჩვენთვის, წინ საქართველო გველოდება"

თურქეთის პრეზიდენტი : "ილოცეთ ჩვენთვის, წინ საქართველო გველოდება"
17-06-2024, 00:26
Aa Aa
გაზიარება:

თურქეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა მეჰმეთ ბუიუკეკშიმ მოახლოებული ევროპის ჩემპიონატისთვის მზადების პროცესზე ისაუბრა.

მჯერა, რომ საქართველოსთან მატჩის დროს ჩვენი ქვეყნის 80 მილიონი მაცხოვრებლის გული ერთნაირად დაიწყებს ფეთქვას. ახლა, ყველანი ყურბან-ბაირამის დღესასწაულს აღვნიშნავთ და დარწმუნებული ვარ, იმაზე უკეთესი საჩუქარი, რასაც ევროპის ჩემპიონატის სასტარტო ტურში გამარჯვებაა, ადამიანებს ვერც მივუძღვნით. ამიტომაც, საქართველოს ნაკრებთან მოგებით თურქეთს ორმაგი ზეიმი უნდა ვაჩუქოთ.

ჩვენი ქომაგების მხარდაჭერას ყველგან ვგრძნობთ. ვიცით, რომ ასაკისა თუ სქესის მიუხედავად, ყველანი წარმატებას გვისურვებენ, იქნება ეს ედირნედან ყარსამდე თუ სამსუნიდან ადანამდე. მინდა, რომ დორტმუნდის სტადიონზე წითელი ფერი დომინირებდეს. ყველას ვთხოვ, რომ თამაშზე თურქეთის მაისურებითა და დროშებით მოვიდნენ და ჩვენი ბიჭების მოხსენიება არც ლოცვებში დაგავიწყდეთ
.


შეგახსენებთ, რომ ევრო 2024 გერმანიის ქალაქებში 14 ივნისიდან 14 ივლისამდე პერიოდში ტარდება, საქართველოსა და თურქეთის ნაკრებები კი F ჯგუფში ითამაშებენ, სადაც მათი მეტოქეები პორტუგალია და ჩეხეთიც იქნებიან. საქართველო თურქეთს 18 ივნისს დორტმუნდში დაუპირისპირდება. 22 ივნისს, ჰამბურგში, საქართველოს ნაკრების მეტოქე ჩეხეთი იქნება, ჯგუფური ეტაპის დასკვნით შეხვედრაში კი, 26 ივნისს, გელზენკირხენში, ვილი სანიოლის გუნდი პორტუგალიას შეხვდება.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი