ჩალჰანოღლუ: "თურქები ყვითელ კედელს ქართველებთან წითლად შეღებავენ" » სპორტის ხაზი

ჩალჰანოღლუ: "თურქები ყვითელ კედელს ქართველებთან წითლად შეღებავენ"

ჩალჰანოღლუ: "თურქები ყვითელ კედელს ქართველებთან წითლად შეღებავენ"
16-06-2024, 14:23
Aa Aa
გაზიარება:

საქართველოსა და თურქეთის შეხვედრის გამართვამდე სულ რაღაც 2 დღეა დარჩენილი, მოახლოებული მატჩის შესახებ კი კომენტარი მეტოქე გუნდის მთავარმა ვარსკვლავმა, ჰაკან ჩალჰანოღლუმ გააკეთა.

როგორც ის ამბობს, ქართველების წინააღმდეგ თურქეთს მხარდაჭერა აუცილებლად დასჭირდება და დორტმუნდის ცნობილი ყვითელი კედელი (საგულშემატკივრო სივრცე, სადაც ფანებს ყვითლად აცვიათ) წითელი უნდა გახდეს:

პირველი შეხვედრა უმნიშვნელოვანესი იქნება. ახლანდელ თურქეთს ისეთი შემართება აქვს, როგორიც 2008 წელს ევროზე გვქონდა. ვცდილობთ, რომ განვვითარდეთ და ეს გამოგვდის კიდევაც.

არასდროს უნდა დაგვავიწყდეს თუ საიდან მოვდივართ. გერმანიაში მყოფ ბევრ თურქს სამშობლო ძალიან ენატრება. ისინი მხარს ბოლომდე დაგვიჭერენ და ყვითელ კედელს წითლად აქცევენ.

- თქვა ინტერის ფეხბურთელმა.

შეგახსენებთ, რომ დორტმუნდის სტადიონზე ერთი შეხვედრა უკვე შედგა და იტალიამ ალბანეთს 2:1 მოუგო.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი