ალბანეთის მაგალითი - ფაქტია, რომ ყველასთან თამაში შეიძლება » სპორტის ხაზი

ალბანეთის მაგალითი - ფაქტია, რომ ყველასთან თამაში შეიძლება

ალბანეთის მაგალითი - ფაქტია, რომ ყველასთან თამაში შეიძლება
16-06-2024, 14:15
Aa Aa
გაზიარება:

გუშინდელი იტალიისა და ალბანეთის დაპირისპირება ერთ-ერთი ყველაზე დაძაბული გამოდგა, არადა ამ წყვილში იტალიელთა ფავორიტობიდან გამომდინარე ასეთ ორთაბრძოლას ბევრი არავინ ელოდა.

ალბანელებმა პირველივე წუთზე ფედერიკო დიმარკოს დაშვებული უხეში შეცდომით ისარგებლეს და დაცვითი ხარვეზი ევროპის ჩემპიონატის ისტორიაში ყველაზე სწრაფად გატანილ გოლში გარდასახეს.

მიუხედავად დაწინაურებისა, იტალიამ თამაში 16 წუთში შემოატრიალა და ბარელამ თავისი გოლით ზუსტი ანგარიში თამაშის დასრულებამდე საკმაოდ დიდი ხნით ადრე დააფიქსირა.

უნდა ითქვას, რომ ანგარიშის გათანაბრების შანსი ალბანელებს ნამდვილად ჰქონდათ, განსაკუთრებით ბოლო წუთებზე, როდესაც ფლანგიდან საჯარიმოში შესულ ალბანელს დონარუმამ მაგარი ბურთი აუღო და საკუთარი გუნდი პირველივე ტურში ქულების აუტსაიდერთან დაკარგვისგან იხსნა.

მოკლედ, ამით იმის თქმა შეიძლება, რომ ევროზე წინასწარ განწირული არავინ იქნება და ფურცელზე არსებული ძლიერი შემადგენლობა ყოველთვის მეტოქის განადგურებას ნამდვილად არ ნიშნავს.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი