თურქი ნახევარმცველი: "საქართველოსთან უნდა გავიდეთ და უბრალოდ თამაში მოვიგოთ" » სპორტის ხაზი

თურქი ნახევარმცველი: "საქართველოსთან უნდა გავიდეთ და უბრალოდ თამაში მოვიგოთ"

თურქი ნახევარმცველი: "საქართველოსთან უნდა გავიდეთ და უბრალოდ თამაში მოვიგოთ"
16-06-2024, 10:30
Aa Aa
გაზიარება:

თურქეთის ეროვნული ნაკრებისა და ვესთ ბრომვიჩის ნახევარმცველმა, ოქაი იოკუშლუმ ევრო 2024-ზე საქართველოსთან მატჩის შესახებ ისაუბრა.

მისი თქმით, თურქეთი ყველანაირ წინაპირობას აკმაყოფილებს იმისათვის, რათა მას მაღალი დონის ნაკრები ეწოდოს, საქართველოსთან პირველი მატჩის მოგება კი ვესთ ბრომვიჩის ფეხბურთელს უმნიშვნელოვანესად მიაჩნია:

ჩემმა გუნდელებმა და მწვრთნელებმა რამდენჯერმე უკვე თქვეს, რომ სადებიუტო შეხვედრის მოგება ძალიან მნიშვნელოვანია და მეც იგივეს ვიტყოდი. საქართველო ტურნირზე პირველად ასპარეზობს. მათთან უნდა გავიდეთ და უბრალოდ თამაში მოვიგოთ.

ახალგაზრდა გუნდი ვართ, თუმცა საკვალიფიკაციო პირველზე დავასრულეთ და გამოცდილებაც მივიღეთ. აუცილებელია, რომ ტურნირზე თავდაჯერებულები ვიყოთ.

- თქვა იოკუშლუმ.

შეგახსენებთ, რომ საქართველო და თურქეთი ერთმანეთს 18 ივნისს შეხვდებიან, პირდაპირი რეპორტაჟი კი საქართველოს პირველ არხზე იქნება.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი