პირველი არხის გადაცემა "ტაიმაუტში" ქართველმა მწვრთნელმა, გია ჭიაბრიშვილმა საქართველოს ნაკრების ერთ-ერთი მთავარი უპირატესობა დაასახელა, რომელიც ეროვნულ გუნდს ევრო 2024-ზე სხვა ნაკრებებთან მიმართებით ექნება.
როგორც ჭიაბრიშვილი ამბობს, ქართველმა ფეხბურთელებმა დიდ ფორუმზე მოხვედრით მთავარი საქმე უკვე გააკეთეს და ახლა იმაზე ნაკლები წნეხით უნდა ითამაშონ, ვიდრე დანარჩენმა გუნდებმა:
პირველ რიგში, ვიტყვი იმას, რომ ჩვენი ნაკრები ბევრ სხვა გუნდზე უფრო უკეთაა შეთამაშებული და გუნდური ქიმია უკეთესი აქვთ. გარდა ამისა, მათ უნდა ახსოვდეთ, რომ მთავარი საქმე უკვე მოითავეს და ევროპის ჩემპიონატზე გავიდნენ, რის გამოც დიდი ზეწოლა და წნეხი არ უნდა იგრძნონ.
- თქვა ქართველმა მწვრთნელმა.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ეროვნული ნაკრები ევრო 2024-ის პირველ შეხვედრას 18 ივნისს გამართავს, მეტოქე კი ვინჩენცო მონტელას თურქეთი იქნება.