საქართველოს ნაკრების გარემარბმა ხვიჩა კვარაცხელიამ უეფას საიტთან ევრო 2024-ის მოლოდინის შესახებ ისაუბრა:
ასეთ მნიშვნელოვან ტურნირზე თამაში ყოველი ქართველი ფეხბურთელის ყველაზე დიდი ოცნება გახლდათ და ჩვენთვის ყველაზე ბედნიერი დღე იყო, როდესაც ამას მივაღწიეთ. თუმცა აქ მხოლოდ დასასწრებად არ ჩამოვედით, გვინდა ევრო 2024-ზე ჩვენი კვალი დავტოვოთ და ისტორიის ახალი გვერდი დავწეროთ.
ამისათვის ყველაფერ შესაძლებელს გავაკეთებთ. ჩვენი გუნდი ძალიან კონცენტრირებულია და ტურნირისთვის მზადაა. საქართველოში ჩვენს დებიუტს ყველა ელის. ვფიქრობ, 18 ივნისს ერთ მუშტად შეკრულ საქართველოს დავინახავთ და შევეცდებით, გავიმარჯვოთ.
შეგახსენებთ, რომ ეროვნული ნაკრები თავის პირველ შეხვედრას ევროპის ჩემპიონატზე 18 ივნისს, თურქეთის წინააღმდეგ ჩაატარებს.