საქართველოს ეროვნული ნაკრების ნახევარმცველმა ნიკა კვეკვესკირმა ფრანგულ მედიასთან რამდენიმე თემაზე ისაუბრა და ვილი სანიოლისთვის სანაქებო სიტყვები არ დაიშურა.
"მასზე ყველაზე კარგად შედეგები მეტყველებს. მწვრთნელს უდიდეს პატივს ვცემ. სამუშაო ეთიკა, ტაქტიკა და დისციპლინა. ყველაფერი რაც მან ჩვენს გუნდში მოიტანა, კარგად მუშაობს. ჩვენ ევროპის ჩემპიონატზე პირველად ვითამაშებთ.
"ჩვენი გუნდი კარგად თამაშობს და თამაშიდან-თამაშამდე უმჯობესდება. მასზე შემიძლია ბევრი ვისაუბრო და საქებარი სიტყვები არ დავიშურო, მაგრამ ამას ჩემი თანაგუნდელების ხუმრობა აუცილებლად მოჰყვება. მართალია, ფრანგია, მაგრამ ის ერთ-ერთი ეროვნული გმირია".
- აცხადებს ნიკა.