დიდია იმის ალბათობა, რომ ნაპოლი ამ ზაფხულს ვიქტორ ოსიმენმა დატოვოს, ასევე იწერება მატეო პოლიტანოზე, რომელსაც საუდის არაბეთის კლუბები ეპატიჟებიან.
იტალიური მედიის ცნობით კი კლუბის პრეზიდენტს, აურელიო დე ლაურენტისს ახალი შემტევი ტრიოს ჩამოყალიბება სურს, სადაც მთავარი ფიგურა ხვიჩა კვარაცხელია იქნება.
აქტიურად იწერება ფედერიკო კიეზასა და დი ლორენცოს გაცვლაზე, ასევე საუბარია რომელუ ლუკაკუზე, რომელსაც კონტესთან მუშაობა სურს.
საბოლოოდ თუ სიტუაცია ასე წავიდე დიდი ალბათობით ახალ შემტევ ტრიოს მივიღებთ - ხვიჩა, ლუკაკუ, კიეზა.