აპლოდისმენტები ქართველებს - რომელ ადგილზე გავიდა ნაკრების შავი მაისური ევრო 2024-ზე? » სპორტის ხაზი

აპლოდისმენტები ქართველებს - რომელ ადგილზე გავიდა ნაკრების შავი მაისური ევრო 2024-ზე?

აპლოდისმენტები ქართველებს - რომელ ადგილზე გავიდა ნაკრების შავი მაისური ევრო 2024-ზე?
13-06-2024, 01:08
Aa Aa
გაზიარება:

ევროპის 2024 წლის ჩემპიონატის დაწყებამდე სულ რაღაც ერთი დღეა დარჩენილი და ამ უდიდეს მოვლენასთან დაკავშირებით არაერთი თემატური ვიდეო მომზადდა.

ერთ-ერთ ვიდეოში ინგლისელი გულშემატკივრები ევროზე მონაწილე 24 ნაკრების გასვლით ფორმებს ყველაზე ცუდიდან საუკეთესოს მიმართულებით აფასებენ, საქართველოს შავმა მაისურმა კი საკმაოდ მაღალი შეფასება დაიმსახურა.

მაშ ასე, მოვედით საქართველომდე. ეს არის ულამაზესი ქვეყანა, რომელმაც შავი მაისური აირჩია. ამ ფორმას წითელი შტრიხები აქვს დატანილი კისერთან და ლოგოზე, რაც შესანიშნავ კომბინაციას გვაძლევს. ფაქტია, ეს მაისური ულამაზესია და მას 24-დან მე-6 პოზიციაზე გავიყვან.

- ამბობს ერთ-ერთი ინგლისელი, რომლის ქებასაც მეორეც განაგრძობს და ნაკრების შავ მაისურს კიდევ უფრო უკეთესს, კერძოდ მეხუთე პოზიციას ანიჭებს.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ეროვნული ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე სადებიუტო შეხვედრას 18 ივნისს თურქეთის წინააღმდეგ გამართავს.

აპლოდისმენტები ქართველებს - რომელ ადგილზე გავიდა ნაკრების შავი მაისური ევრო 2024-ზე?


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი