ერთ-ერთი ცნობილი ინგლისური გამოცემის იუთუბ არხზე საფეხბურთო ექსპერტებმა ევრო 2024-ზე ნაკრებების შანსებზე ისაუბრეს.
მათი აზრით ჯვაროსნებს ტურნირის მოგების შანსი არ აქვთ, მაგრამ ერთ-ერთმა ექსპერტმა თქვა, რომ ქართველები ჩეხების წინააღმდეგ შოკურად მოიგებენ და F ჯგუფშ მე-3 ადგილზე გავლენ.
მათ იუთუბ არხ "Squawka Football"-ს 100 000-ზე მეტი გამომწერი ჰყავს და ინგლისში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი გამოცემის მფლობელები არიან.
ევროპის ჩემპიონატის წინ ბოლო დაპირისპირებაში საქართველოს ნაკრებმა მონტენეგრო 3-1 დაამარცხა, ჩეხებმა კი მაკედონიას ბოლო 90+5-ე წუთზე გატანილი გოლის წყალობით სძლიეს.