კვარაცხელია: "აი, რა იყო გადამწყვეტი, რომ აქამდე მოვსულიყავით" » სპორტის ხაზი

კვარაცხელია: "აი, რა იყო გადამწყვეტი, რომ აქამდე მოვსულიყავით"

კვარაცხელია: "აი, რა იყო გადამწყვეტი, რომ აქამდე მოვსულიყავით"
10-06-2024, 00:48
Aa Aa
გაზიარება:

გთავაზობთ ხვიჩა კვარაცხელიას ინტერვიუს, სადაც მან ევროპის ჩემპიონატზე ისაუბრა.

"მაქსიმალურად მზად ვართ რომ ისტორიის ახალი ფურცლის დაწერას შევეცადოთ და თითოეული ფეხბურთელი მაქსიმალურად კონცენტრირებულია. ნაყოფიერი შეკრება გავიარეთ, ბევრი ახალი კომბინაცია დავამუშავეთ.

"იმედი მაქვს, რომ ყველაფერი ისე დასრულდება, როგორც საქართველოს ნაკრების გულშემატკივრებს და ჩვენ ფეხბურთელებს გვინდა.

"მერწმუნეთ წარმატება იოლად არ მოსულა - ყველამ დიდი შრომა გავწიეთ, რომ აქამდე მოგვეღწია. გადამწყვეტი იყო ერთიანობა და გუნდურობა, რაც სტადიონზე ვაჩვენეთ.

" ამას როცა ვამბობ, არ ვგულისხმობ მხოლოდ მოთამაშეებს, ისეთ მხარდაჭერას ვგრძნობდით, პენალტების სერია რომ დაინიშნა, დარწმუნებული ვიყავი რომ გავიმარჯვებდით.

"ამით არაფერი დასრულებულა - სუსტი ნაკრები არა მგონია ევროპის ჩემპიონატზე რომელიმე იყოს და შესაბამისად, არც ჩვენ ვართ სუსტები. მიზანი საქართველოს სახელით კიდევ უფრო კარგად წარმოჩენა და ჯგუფიდან გასვლა იქნება.

"ემოციურად რთულია პირველ ტურში ასეთ დაძაბულ გარემოში, რადგან დორტმუნდში უამრავი თურქი ცხოვრობს და შეიძლება ისე იყოს, თითქოს გასვლაზე გვიწევდეს თამაში, მაგრამ არც ქართველები უნდა ვიყოთ ტრიბუნაზე ცოტა. გაგვიჭირდება ალბათ განსაკუთრებით თურქეთთან და პირველი თამაში მნიშვნელოანია"


- აცხადებს ხვიჩა კვარაცხელია.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი