Corriere dello Sport-ის ინფორმაციით, ნაპოლიში ახლახან დანიშნული ანტონიო კონტე არ აპირებს, რომ ახალი გუნდი ხვიჩა კვარაცხელიას გარეშე ჩამოაყალიბოს.
იტალიური მედია წერს, რომ კონტეს ფორმაციის ნაპოლის ერთ-ერთი მთავარი ლიდერი და დასაყრდენი სწორედ ქართველი ფეხბურთელი უნდა იყოს.
ამასთან დაკავშირებით კონტე ნაპოლის სპორტულ დირექტორს უკვე ესაუბრა და მოსთხოვა, რომ კვარაზე ყველა ახალი შეთავაზება უბრალოდ დაბლოკოს.
შეგახსენებთ, რომ ბოლო პერიოდში საქართველოს ნაკრების მე-7 ნომრით პარი სენ-ჟერმენი ინტერესდებოდა, რომელსაც კვარაში 60 მილიონის გადახდა შეუძლია.