დღეს, ჩვენი დროით 19:00 საათზე საქართველოს 21-წლამდე ნაკრები ამხანაგურ შეხვედრას ყაზახეთის წინააღმდეგ გამართავს, ამასთან დაკავშირებით კი კომენტარი გუნდის მთავარმა მწვრთნელმა, რამაზ სვანაძემ გააკეთა:
ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი ტესტია გამომდინარე იქიდან, რომ შემოდგომაზე ოფიციალური მატჩები გველის. შესარჩევ ციკლში დაძაბული სატურნირო მდგომარეობაა. ვეცდებით, მოსამზადებელი ეტაპი კარგ განწყობაზე დავასრულოთ.
ამ შეხვედრაში უმთავრესია, ფეხბურთელების მდგომარეობა შევაფასოთ. განსაკუთრებით ლეგიონერების თემა მინდა გამოვყო. რამდენიმე მოთამაშეს სათამაშო პრაქტიკა აკლია და მნიშვნელოვანია, ისინი ფორმაში იყვნენ. ასევე გვყავს დებიუტანტები, რომლებმაც ჩვენს ეროვნულ ლიგაში თავი გამოიჩინეს და მათაც დავაკვირდებით.
- თქვა რამაზ სვანაძემ.
ცნობისთვის, დღევანდელი მატჩის პირდაპირი რეპორტაჟი საზოგადოებრივ მაუწყებელზე იქნება.