ფრანგულმა L'equipe-მ დაწერა, რომ პარი სენ-ჟერმენის მწვრთნელი, ლუის ენრიკე ხვიჩა კვარაცხელიას პირადად გაესაუბრა და სამომავლო ტრანსფერი განიხილა.
მიუხედავად იმისა, რომ ნაპოლი კვარას გაყიდვას არ აპირებს, პარიზს შეთავაზების გაზრდა ნებისმიერ მომენტში შეუძლია, რის გამოც გამორიცხული ვერაფერი იქნება.
სწორედ ამის გამო, მოლაპარაკებები კვლავ მიმდინარეობს და ფაქტი, რომ დე ლაურენტისს ხვიჩას გაყიდვა არ სურს, ჯერჯერობით განსაკუთრებულს არაფერს ნიშნავს.
შეგახსენებთ, რომ პარიზელები კვარას სანაცვლოდ 60 მილიონის გადახდას აპირებენ და ტრანსფერში სხვა ფეხბურთელების ჩართვის იდეაც ამოძრავებთ.