მოგეხსენებათ, რომ "რეალმა" კილიან მბაპეს ტრანსფერი ოფიციალურად დაადასტურა.
"სამეფო კლუბის" ლეგენდამ კრიშტიანუ რონალდუმ კილიან მბაპეს მიმართა.
"ახლა ჩემი ჯერია შენს თამაშებს მე ვუყურო. აღფრთოვანებული ვარ იმით, რომ ბერნაბეუზე ითამაშებ, ჰალა მადრიდ!", - წერს პორტუგალიელი ფეხბურთელი თავის ინსტაგრამ გვერდზე.
ცნობისთვის, კილიანი ბავშვობიდან კრიშტიანუ რონალდუს დიდი ქომაგი იყო და მისი პოსტერები კედელზე ჰქონდა გაკრული.