ვინ გახდა იტალიის ჩემპიონატის ოქტომბრის თვის საუკეთესო მოთამაშე? » სპორტის ხაზი

ვინ გახდა იტალიის ჩემპიონატის ოქტომბრის თვის საუკეთესო მოთამაშე?

ვინ გახდა იტალიის ჩემპიონატის ოქტომბრის თვის საუკეთესო მოთამაშე?
5-11-2022, 17:30
Aa Aa
გაზიარება:

სულ ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ იტალიის ფეხბურთელთა ასოციაციამ ამავე ქვეყნის ჩემპიონატის ოქტომბრის თვის საუკეთესო მოთამაშედ "ნაპოლის" ცენტრალური მცველი, კიმ მინ ჯე დაასახელა.

25 წლის სამხრეთ კორეელი მოთამაშე აურელიო დე ლაურენტისმა თურქეთიდან, კერძოდ "ფენერბაჰჩედან" სულ რაღაც 18 მილიონ ევროდ შეიძინა და ფაქტია, რომ კიმი ფანტასტიკურად გამოიყურება, რისი დასტურიც მისი ახლანდელი მონაპოვარია.

კიმ მინ ჯემ "ნაპოლისთან" 3 წლიანი კონტრაქტი გააფორმა, თუმცა სხვა ბევრი წარმატებული ფეხბურთელის მსგავსად, დიდი ალბათობით, "ნაპოლის" მისი შენარჩუნება ძალიან უნდა გაუჭირდეს.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი