გერმანიის ფეხბურთის ასოციაცია საბოლოოდ ჩამოყალიბდა იმაზე, თუ როგორ დააჯილდოვებენ ნაკრებს ევროპის ჩემპიონატზე ტრიუმფის შემთხვევაში.
ჯგუფურ ეტაპზე წარმატების მიღწევისთვის ნაკრების თითოეული წევრი 50 000 ევროს მიიღებს, 1/4 ფინალში გამარჯვებისთვის 100 000, ხოლო ნახევარფინალში გასვლისთვის 150 000 ევროს.
ჩემპიონობის შემთხვევაში, გერმანელები თითოეულ კაცზე 400 000 ევროს მიიღებენ, ვერცხლის მედლის მოპოვებისთვის კი 250 000-ს.
გერმანიის საფეხბურთო კავშირი თვლის, რომ ეს მოთამაშეებისთვისა და პრესონალისთვის დამატებითი მოტივაცია იქნება.