გიორგი ჯიქია: "რუსეთი საქართველოს ამიტომ ვამჯობინე და არაფერს ვნანობ" » სპორტის ხაზი

გიორგი ჯიქია: "რუსეთი საქართველოს ამიტომ ვამჯობინე და არაფერს ვნანობ"

გიორგი ჯიქია: "რუსეთი საქართველოს ამიტომ ვამჯობინე და არაფერს ვნანობ"
31-05-2024, 12:18
Aa Aa
გაზიარება:

ქართული გვარის მქონე და რუსეთის ნაკრებში მოთამაშე გიორგი ჯიქიამ კომენტარი იმის შესახებ გააკეთა თუ რატომ ამჯობინა მან რუსეთში თამაში საქართველოს ნაკრებში ასპარეზობას.

"ცხადია, მქონდა არჩევანი თუ რომელ ნაკრებში მეთამაშა. ამ გადაწყვეტილების მიღების პროცესში რუსეთში, კერძოდ ამკარის რიგებში ვთამაშობდი და ჩემდამი ნდობა სტანისლავ ჩერჩესოვმა გამოაცხადა, რომელმაც ნაკრებში ამხანაგური მატჩების გასამართად გამომიძახა."

"ამის პარალელურად, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციისგან ზარები მივიღე იმის შესახებ, რომ მათთან მეთამაშა, თუმცა საბოლოოდ მაინც რუსეთი ავირჩიე, რადგან აქ დავიბადე, აქ გავიზარდე და ყველანაირი წინსვლა ამ ქვეყანაში მქონდა."

"სიმართლე გითხრათ, არც არაფერს ვნანობ. რუსეთში წარმატებული ფეხბურთელი ვარ და მიხარია, რომ კარგადაც დამიფასდა"
, - თქვა ჯიქიამ.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი