როგორც იცით, პირველ ივნისს ჩემპიონთა ლიგის ფინალში "რეალი" და "დორტმუნდი" ერთმანეთს დაუპირისპირდებიან.
კილიან მბაპე კი, რომელმაც "პსჟ" ოფიციალურად დატოვა, დიდი ალბათობით "სამეფო კლუბს" შეუერთდება.
გთავაზობთ ფრანგი ვარსკვლავის პასუხს კითხვაზე, თუ ვის უგულშემატკივრებს იგი ჩემპიონთა ლიგის ფინალში.
"უბრალოდ ვუყურებ, ფეხბურთი მიყვარს", - აცხადებს კილიანი "CNN"-თან ინტერვიუში.