გიორგი მამარდაშვილმა ლა ლიგის 38-ე ტურის შეხვედრაში სელტასთან თამაშით ვალენსიას რიგებში საიუბილეო მე-100 შეხვედრა ჩაატარა.
ცხადია, ამ სიმბოლურ რიცხვთან დაკავშირებით კლუბმა გიორგის საჩუქარი გაუკეთა და ქართველ მეკარეს 100-ნომრიანი მაისური გადასცა, - იხილეთ ფოტო
ვალენსიაში ასი შეხვედრის გამართვასთან დაკავშირებით კომენტარი თავად გიორგი მამარდაშვილმაც გააკეთა. აი, რას ამბობს ის:
"ჩემთვის ეს მიღწევა ძალიან მნიშვნელოვანია და ამისთვის კლუბში დასაქმებულ ყველა ადამიანს ვუხდი მადლობას. მე მათ გარეშე ვერაფერს გავხდებოდი. მადლობა პერსონალს, მოთამაშეებს და ყველას, ვინც ვალენსიაშია დასაქმებული", - თქვა გიორგიმ.