ვინისიუს ჟუნიორმა ჩემპიონთა ლიგის ფინალზე ისაუბრა და თქვა, თუ ვის უნდა მიუძღვნან ეს თამაში.
"მინდა გავიმეორო, რომ ფინალი ტონი კროოსს უნდა მივუძღვნათ, ის ამას იმსახურებს და ვერ წარმოვიდგენ მისი გადაცემების გარეშე შემდეგ სეზონს. მისი კარიერის დასრულება ჩემთვის ყველაზე დიდი შოკია, ამას ღიად ვაფიქსირებ.
"ვცდილობ, მხოლოდ "დორტმუნდზე" ვიფიქრო და არა ტონის წასვლაზე. რაც დრო გავა, მის დანაკლისს უფრო ვიგრძნობთ", - აცხადებს ვინისიუსი.
ცნობისთვის, ტონი კროოსი კარიერას EURO 2024-ის შემდეგ დაასრულებს, ჩემპიონთა ლიგის ფინალი კი, რომელიც 1 ივნისს "დორტმუნდსა" და "რეალს" შორის გაიმართება, მისთვის უკანასკნელი მატჩი იქნება საკლუბო დონეზე.