ვალენსიასა და საქართველოს ეროვნული ნაკრების კარის დარაჯი, გიორგი მამარდაშვილი ევროპის ჩემპიონატის ყველაზე ძვირადღირებულ მეკარეთა შორისაა მოხვედრილი.
აღნიშნულ სიას პირველი პოზიციით პორტუგალიელი დიოგო კოსტა იკავებს (45 მილიონი), რომელთანაც საქართველოს დაპირისპირება ჯგუფური ეტაპის მესამე რაუნდში მოუწევს. რაც შეეხება მეორე ადგილს, აქ ჯიჯი დონარუმას ვხედავთ, რომელიც 40 მილიონი ღირს. მესამე ადგილზე შვეიცარიელი გრეგორ კობელია გასული, რომელიც დონარუმას მსგავსად 40 მილიონად ფასობს.
რაც შეეხება მე-4 და მე-5 პოზიციებს, ისინი მაიკ მენიოსა (40 მილიონი) და გიორგი მამარდაშვილს ეკუთვნით. Transfermartk-ზე მითითებული ინფორმაციის მიხედვით, ახალგაზრდა ქართველი მეკარე 35 მილიონ ევროდ ფასობს.
შეგახსენებთ, რომ საქართველოსთვის ევროპის ჩემპიონატი 18 ივნისს დაიწყება, ჩვენი პირველი შეხვედრა კი თურქეთთანაა ჩანიშნული.