თურქეთის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვინჩენცო მონტელამ ევროპის ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე ისაუბრა.
"ჯგუფში სხვადასხვვა საფეხბურთო ფილოსოფიის მქონე მოწინაღმდეგეები გვყავს, რომელთაგან ყველაზე მნიშვნელოვანი დაპირისპირება ქართველებთან გველის. ეს პირველი შეხვედრაა და დანარჩენებთან ერთად ფინალივით უნდა ვითამაშოთ.
"საქართველოს ნაკრებმა დიდი პატივისცემა დაიმსახურა. მიუხედავად იმისა, რომ ფიფას რეიტინგში ჩვენზე ქვემოთ იმყოფებიან, ეს ფაქტი არ გვაძლევს მოგების გარანტიას.
"პორტუგალიელებს საოცარი ნაკრები ჰყავთ. ფეხბურთი იმაზე მეტია, ვიდრე უბრალოდ სტატისტიკა და რეიტინგი. სამივე თამაშს სათანადო განწყობით შევხვდებით და მეტოქეებს ინდივიდუალურად მივუდგებით", - განაცხადა ვინჩენცომ.
ცნობისთვის საქართველოს ნაკრები თურქებს 18 ივნისს ჯგუფური ეტაპის პირველ მატჩს ეთამაშება.