ავსტრიული გამოცემა : "კიტეიშვილის მომავალი კლუბი ცნობილია" » სპორტის ხაზი

ავსტრიული გამოცემა : "კიტეიშვილის მომავალი კლუბი ცნობილია"

ავსტრიული გამოცემა : "კიტეიშვილის მომავალი კლუბი ცნობილია"
24-05-2024, 12:02
Aa Aa
გაზიარება:

ავსტრიულმა გამოცემამ Krone.at-მა, ახალ ჩემპიონს, შტურმს საკმაოდ ვრცელი სტატია მიუძღვნა, სადაც საუბარი გუნდის მომავალს და ტრანსფერებს შეეხებოდა.

მიუხედავად გერმანული ბუნდესლიგის საფეხბურთო კლუბის, ჰოფენჰაიმის მხრიდან დაფიქსირებული ინტერესისა, სპორტული დირექტორი, შიკერი გრაცელებს არ დატოვებს.

ახალ ჩემპიონს, ორი ისეთი საკვანძო ფეხბურთელი ჰყავთ, რომელთა კონტრაქტებიც მიმდინარე წლის ივლისში მთავრდება - ერთ-ერთი გუნდის ნახევარდაცვის ბურჯი ოთარ კიტეიშვილი და მცველი, დავიდ აფენგრუბერი არიან. აღნიშნული წყაროს ცნობით, ეს ფეხბურთელები კლუბში დარჩებიან.

შეგახსენებთ, რომ შტურმმა, აწ უკვე გასულ სეზონში ოქროს დუბლი შეასრულა და ავსტრიის ბუნდესლიგა და თასი მოიგო. ბუნდესლიგაში ჩემპიონობით გრაცულმა კლუბმა ზალცბურგის ათწლიანი ჰეგემონია დაამხო.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი