სულ ახლახანს "ჩელსიმ" ოფოციალურად დაადასტურა, რომ მაურიციო პოჩეტინიო მათი მომავალი მწვრთნელი აღარ იქნება.
ფაბრიციო რომანოს მტკიცებით მხარეებს დისკუსია ჰქონდათ, რის შედეგადაც ერთხმად გადაწყვიტეს, რომ ხელშეკრულება დაუყონებლივ გაეწყვიტათ.
"ნისლიან ალბიონზე" ადმინისტრაციას ახალგაზრდა მთავარი მწვრთნელის მოყვანა აქვს გადაწყვეტილი. ის, რომელიც პოჩეტინიოს შეცვლის.
მიმდინარე სეზონის პრემიერ ლიგა "ჩელსიმ" მე-7 ადგილზე დაასრულა კონფერენს ლიგის საგზურით.