20 მაისს, იტალიის სერია ა-ში 2023/24 წლების სეზონის 37-ე ტურის დასკვნითი მატჩები გაიმართა, სადაც სალერნიტანა შინ ვერონასთან 1-2 დამარცხდა, ხოლო ბოლონიამ და იუვენტუსმა (3-3) ქულები გაიყვეს.
გამოცემა Goal Italia-მ 37-ე ტურის სიმბოლური გუნდი შეადგინა, სადაც ნაპოლის ქართველი შემტევი, ხვიჩა კვარაცხელიაც მოხვდა.
გასულ ტურში 23 წლის ქართველმა ფეხბურთელმა "პარტენოპეის" რიგებში საჯარიმო დარტყმით პირველი გოლი გაიტანა და ამით თავის გუნდს ერთი ქულა გადაურჩინა და ევროთასებზე მოხვედრის შანსები შეუნარჩუნა.
Da Dumfries a Yildiz: la Top 11 della 37ª giornata di Serie A 🔝https://t.co/LXmk0TQ5Nk
— GOAL Italia (@GoalItalia) May 21, 2024