ფრანგული გამოცემა : "მიქაუტაძის შეძენა ფრანგულ კლუბს სურს" » სპორტის ხაზი

ფრანგული გამოცემა : "მიქაუტაძის შეძენა ფრანგულ კლუბს სურს"

ფრანგული გამოცემა : "მიქაუტაძის შეძენა ფრანგულ კლუბს სურს"
20-05-2024, 21:30
Aa Aa
გაზიარება:

მიუხედავად გიორგი მიქაუტაძის გამორჩეული თამაშებისა, მეცი ლიგა 1-დან გავარდა და ახლა უმაღლეს ჩემპიონატში დასაბრუნებლად იბრძვის.

ქართველ ფორვარდს ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის შემდეგ, ბრწყინვალე შედეგები ჰქონდა და საფრანგეთის ჩემპიონატში ერთ-ერთი გამორჩეული იყო.

Get French Football News-ი მიქაუტაძეზე საინტერესო ინფორმაციას ავრცელებს და აცხადებს, რომ ახალგაზრდა ფეხბურთელის დამატებით ფრანგული რენია დაინტერესებული, რომელმაც ლიგა 1-ის 2024/25 წლების სეზონი მე-10 ადგილზე დაასრულა.

ჯერჯერობით სხვა დეტალები უცნობია, თუმცა ისიც აღსანიშნავია, რომ გიორგი ამჟამად აიაქსის საკუთრებაა, ნიდერლანდური გრანდის პოზიცია კი ჯერ კიდევ უცნობია.

აქვე შეგახსენებთ იმასაც, რომ მიქაუტაძემ ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის შემდეგ, მეცის რიგებში 20 მატჩი ჩაატარა, 13 გოლი გაიტანა და 4 საგოლე გადაცემა შეასრულა.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი