დღეს "იუვენტუსის" დროებითმა მთავარმა მწვრთნელმა მონტერომ "ბოლონიასთან" გასამართი შეხვედრის განაცხადი წარადგინა.
აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ განაცხადში ნიკოლო ფაჯიოლიც დაბრუნდა, რომელიც ფეხბურთს 7 თვის წინ ჩამოაშორეს.
ამისი მიზეზი ის გახლდათ, რომ ახალგაზრდა იტალიელი ფეხბურთის მატჩებზე ფსონებს დებდა, რაც მიუღებელია და იტალიის ფეხბურთის ფედერაციას არ გამორჩენია.
კარგი ის არის, რომ მას ვარჯიშის უფლება ჰქონდა და გუნდთან ერთად სისტემატიურად იტვირთავდა თავს, ასე რომ ფორმის აღდგენა არ გაუჭირდება.