დღეს პრემიერ ლიგის მიმდინარე სეზონის ბოლო ტური გაიმართა, სადაც ჩემპიონის ბედი გადაწყდა.
გვარდიოლას "მანჩესტერ სიტიმ" "ვესტ ჰემს" ანგარიშით 3-1 მოუგო და ინგლისის ჩემპიონი ზედიზედ მე-4-დ გახდა.
მსგავსი შედეგი მხოლოდ "მანჩესტერ იუნაიტედს" აქვს დაფიქსირებული, 3-ჯერ, ქალაქელებმა კი ეს 4-ჯერ მოახერხეს.
ამ მატჩის თუ "მანჩესტერ სიტი" წააგებდა ან ფრედ ითამაშებდა, ხოლო პარალელურ მატჩში მოთამაშე "არსენალი" თავის შეხვედრას მოიგებდა, მაშინ ჩემპიონები "მეთოფეები" გახდებოდნენ, მაგრამ ქალაქელების გამარჯვებამ მათ ტიტული დააცვევინა.