მიუხედავად იმისა, რომ პრემიერ ლიგის დასრულებამდე 1-2 ტურიღა დარჩა, გამარჯვებულის ვინაობა ჯერ კიდევ არ გარკვეულა.
ამ მომენტისთვის ცხრილის სათავეში "არსენალია" რომელსაც 86 ქულა აქვთ, მეორე ადგილზე კი "მანჩესტერ სიტია" ერთ ქულიანი ჩამორჩენით, რომელსაც 1-ით ნაკლები შეხვედრა აქვს ჩატარებული.
14 მაისს ქალაქელები "ტოტენჰემს" ესტუმრებიან და შეეცდებიან მეტოქე დაამარცხონ, რათა "მეთოფეებს" გადაასწრონ. დიდი ალბათობით ეს შეხვედრა დიდ ზეგავლენას იქონიებს ინგლისის ჩემპიონობაზე.
ამის მიზეზი კი ის გახლავთ, რომ პრემიერ ლიგის ბოლო ტურში "არსენალიც" და "მანჩესტერ სიტივ" შინაურ კედლებში უპირისპირდებიან, შესაბამისად "ევერტონსა" და "ვესტ ჰემს", რაც მათთვის რთული 3-3 ქულა ნამდვილად არ არის.
მაგრამ რა მოხდება მაშინ, თუ "სიტი" ამ ორი შეხვედრიდან ერთ-ერთს ფრედ ითამაშებს? ამ შემთხვევაში გატანილი და გაშვებული გოლების შეფარდება იქნება დათვლილი და რომელ გუნდსაც უკეთესი მაჩვენებელი ექნება, ის გახდება ჩემპიონი.
ამ მომენტისათვის "არსენალს" გატანილსა და გაშვებულს შორის სხვაობა 61 გოლი აქვს, ერთით ნაკლებ მატჩ ჩატარებულ "მანჩესტერ სიტის" კი 58.
ასე და ამგვარად, სიტის 3-ით მეტი უპასუხო გოლი აქვს გასატანი ჯამურად მომდევნო ორ ტურში, ვიდრე "არსენალი" ბოლო მატჩში გაიტანს, რათა თავი მაქსიმალურად დაიზღვიოს.