პრემიერ ლიგის ბოლო ტურის წინ იურგენ კლოპმა თავის მომავალზე ისაუბრა.
"როგორც დავაანონსე, "ლივერპულს" დავტოვებს და გრძელი შესვენების აღებას ვაპირებ. დიახ, შეიძლება ძალიან გამიგრძელდეს შესვენება.
"მაგრამ ის დანამდვილებით ვიცი, რომ ინგლისურ კლუბს აღარსდროს ჩავიბარებ. თუ კვლავ გავაგრძელებ კარიერას, აქ არ მელოდოთ", - აცხადებს კლოპი.
სპეციალისტმა ჯერ კიდევ 1 თვის წინ დაადასტურა, რომ იგი მიმდინარე სეზონის ბოლოს მერსისაიდული კლუბიდან წავა და შესვენებას აიღებს.