დღეს, ჩვენი დროით 22:45-ზე ნაპოლი სერია A-ს მიმდინარე სეზონში ერთ-ერთ ბოლო შეხვედრას ფიორენტინას წინააღმდეგ გასვლაზე გამართავს.
ფიორენტინა მე-8 ადგილს 53 ქულით იკავებს, ნაპოლი კი მეცხრე ადგილზე 51 ქულითაა. ერთიც და მეორეც კონფერენს ლიგის საგზურისთვის იბრძვის, რომლის საგზურსაც ამ მომენტისთვის ფიორენტინა ფლობს.
რაც შეეხება ნაპოლის სავარაუდო შემადგენლობას, გამოცემები ასეთ თერთმეტეულს ელიან:
მერეტი - დი ლორენცო, რაჰმანი, ჟესუსი, ოლივერა - კაიუსტე, ლობოტკა, ანგისა, პოლიტანო, რასპადორი, კვარაცხელია.