"ტელუზას" წინააღმდეგ "პსჟ"-ს მაისურით ბოლო შეხვედრაში კილიან მბაპემ გოლი მე-8 წუთზე გაიტანა.
აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ფრანგმა შემტევმა გოლის აღნიშვნისას კეილორ ნავასთან მიირბინა და მას გადაეხუტა. კოსტა რიკელი მეკარეც კილიანის მსგავსად მიმდინარე სეზონის ბოლოს კლუბს ტოვებს.