როგორც უკვე ყველამ იცით, კილიან მბაპე პარი სენ-ჟერმენს სეზონის ბოლოს ოფიციალურად დატოვებს და მადრიდის რეალს შეუერთდება.
ამის პარალელურად, ბოლო პერიოდში აქტიურად იწერება იმის შესახებ, რომ პსჟ მბაპეს მემკვიდრედ ხვიჩა კვარაცხელიას მოიაზრებს, რომელშიც მათ 100 მილიონამდე გადახდა შეუძლიათ.
Corriere dello Sport-მა მბაპეს გამოსამშვიდობებელ პოსტზე ხვიჩა კვარაცხელიას მეუღლის, ნიცა თავაძის მოწონების ფოტო გაავრცელა.
რას უნდა ნიშნავდეს ეს? იქნებ იმას, რომ კვარა ნაპოლის ემშვიდობება და პსჟ-ში გადადის? ყველაფერ ამას დრო გვიჩვენებს, თუმცა ნიცას ქმედება შესაძლოა მინიშნებაც კი იყოს..