პარის სენ-ჟერმენის მთავარმა მწვრთნელმა, ლუის ენრიკემ დორტმუნდის ბორუსიასთან შეხვედრის წინ, კომენტარი გააკეთა.
"შანსები თანაბარია, პირველ შეხვედრაში სასურველი შედეგის მიღწევამდე ცოტა დაგვაკლდა. საპასუხო მატჩში ვიქნებით უფრო მომზადებულები და მოტივირებულები, რადგან პირველი თამაშის შემდეგ, გარკვეული დასკვნები გამოვიტანეთ.
არ მიმაჩნია, რომ ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალიდან გამოვარდნა სირცხვილი იყოს. ასე რომ მოხდეს, მივულოცავთ მოწინააღმდეგეს და მომავალ სეზონში მოგებას კიდევ ერთხელ ვეცდებით." - თქვა ესპანელმა სპეციალისტმა.
შეგახსენებთ, რომ ამ წყვილის პირველი დაპირისპირება, ენრიკეს გაწვრთნილი გუნდის მარცხით, 0:1 დასრულდა.