იტალიური მედიის ინფორმაციით, საკმაოდაა გაზრდილი იმის შანსი, რომ საბა საზონოვმა სეზონის ბოლოს ტორინო დატოვოს.
როგორც იწერება, ქართველი მცველი იმ ფეხბურთელთა სიაშია, რომლებთანაც ტორინოს დამშვიდობება უკვე გადაწყვეტილი აქვს.
სხვათა შორის, ტორინოს დატოვების პარალელურად, მედია იჯარით წასვლაზეც წერს, რაც საბას მისცემს შანსს, რომ ტურინული კლუბის ხელმძღვანელებს თავი დამაჯერებელი და სტაბილური თამაშით მოაწონოს.
საქართველოს ნაკრების ცენტრალურმა მცველმა მიმდინარე სეზონის სერია A-ში ტორინოს მაისური ჯამურად 12-ჯერ მოირგო.