"არსენალი" აქტიურადაა ჩართული ახალი თავდამსხმელის ძიებაში და მათ რადარზე ჯოშუა ზირგზეა, რომელისთვისაც არაერთი გრანდი იბრძვის.
აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ "მეთოფეების" ხელმძღვანელობამ ნიდერლანდელი ფეხბურთის აგენტთან დღეს მოლაპარაკებები გამართა, რამაც დადებითად ჩაიარა. აღნიშნულ ინფორმაციას ცნობილი და გავლენიანი ჟურნალისტი ნიკოლა სკირა აქვეყნებს.
ბოლონიელთა 22 წლის ფეხბურთელი მიკელ არტეტას ძალიან მოსწონს და მისი ვარიანტით სურს "რსენალის" შეტევის გაძლიერება.
ჯოშუა მიმდინარე სეზონში სერია ა-ში ასპარეზობს და მის ანგარშზე 10 გოლია სამ საგოლე გადაცემასთან ერთად.