მოურინიო: "ერთადერთი ამ მატჩის შემდეგ ვიტირე მთელი საღამო" » სპორტის ხაზი

მოურინიო: "ერთადერთი ამ მატჩის შემდეგ ვიტირე მთელი საღამო"

მოურინიო: "ერთადერთი ამ მატჩის შემდეგ ვიტირე მთელი საღამო"
3-04-2024, 17:09
Aa Aa
გაზიარება:

ჟოზე მოურინიომ თავის განვლილ კარიერაზე ისაუბრა და ყველაზე სევდიანი მატჩი გაიხსენა.

"ყველაზე სევდიანი მატჩი ჩემს კარიერაში? 2012 წლის ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალი. რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, სამმა სრულყოფილმა ფეხბურთელმა, რონალდუმ, კაკამ და რამოსმა, ფეხბურთის მონსტრებმა, ვერ შეძლეს პენალტების გატანა, თუმცა არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ისინიც ადამიანები არიან.

"ეს ერთადერთი მატჩი იყო, რომლის შემდეგაც მთელი საღამო ვიტირე. დიახ, ევროპაში საუკეთესო გუნდი მყავდა, მოვიგეთ ლალ ლიგა, უამრავი რეკორდი დავამყარეთ გოლებისა და ქულების მხრივ და "ჩელსის" წინააღმდეგ რომ გვეთამაშა, ფინალსაც მოვიგებდით", - განაცხადა მოურინიომ.

ცნობისთვის, იმ შეხვედრაში "რეალმა" 2-1 მოიგო, თუმცა "ბაიერნსაც" იგივე ანგარიშით ჰქონდა პირველი მატჩი შინ მოგებული. 11 მეტრიანების სერიაში გერმანელებმა ესპანელებს 1-3 სძლიეს და ჩემპიონთა ლიგის ფინალშიც გავიდნენ, სადაც "ჩელსისთან" დამარცხდნენ.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი