26 მარტს საქართველოს ნაკრებმა საბერძნეთის ნაკრები დაამარცხა და პირველად ისტორიაში ევროპის ჩემპიონატზე გავიდა.
ვეტერანმა ფეხბურთელმა და ესპანეთის ნაკრების ყოფილმა მცველმა, სერხიო რამოსმა, UFC-ის ქართველ მებრძოლ მერაბ დვალიშვილს საქართველოს ეროვნული ნაკრების გამარჯვება საბერძნეთთან პირადად მიულოცა. ამის შესახებ დვალიშვილი თავად სოციალურ ქსელში წერს.
"სერხიო რამოსმა მომილოცა ჩვენი ნაკრების გამარჯვება ინსტაგრამის სთორზე" - წერს დვალიშვილი.