ხვიჩა კვარაცხელიამ უკვე მთელი მსოფლიო აალაპარაკა - საქართველოდან იტალიაში ჩასული ახალგაზრდა ფეხბურთელი მწვერვალებს იპყრობს და ყოველ მატჩში გულშმატკივარს "რაღაც ახალს" სთავაზობს.
მისი წარმატებული თამაში არც იტალიის საელჩოს გამორჩენია და 21 წლის მოთამაშეზე შემდეგი პოსტი გამოაქვეყნეს:
"იცოდით, რომ ხვიჩა კვარაცხელია უკვე მოხვდა სერია A-ს ისტორიაში?
"სასუოლოსთან" მატჩში გატანილი გოლისა და ორი საგოლე გადაცემის შემდეგ, კვარაცხელია ისტორიაში მესამე ფეხბურთელი გახდა (დიეგო მილიტოსა და კრიშტიანუ რონალდუს შემდეგ) სერია A-ს საწყის თორმეტ მატჩში მიღწეული ასეთი შედეგით.
"ჩემპიონთა ლიგაში" მიღწევების გარდა, "ნაპოლის" რიგებში მოთამაშე ქართველი ფეხბურთელის ანგარიშზე 11 საგოლე შეტევაში მონაწილეობა, 6 გატანილი გოლი და 5 საგოლე გადაცემაა. ვულოცავთ ნიჭიერ ახალგაზრდა ქართველ ფეხბურთელს წარმატებულ თამაშსა და შთამბეჭდავ შედეგებს!", - წერია საელჩოს განცხადებაში.